საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ზურაბ ჩხაიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებით  იუწყება, რომ  გარდაიცვალა თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზურაბ ჩხაიძე.

ზურაბ ჩხაიძე გახლდათ დიდი მეცნიერი, საუკეთესო პედაგოგი და გამორჩეული კოლეგა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მედიცინის ფაკულტეტის, ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვუსამძიმრებთ სრულიად საუნივერსიტეტო საზოგადოებას, კოლეგებს, სტუდენტებს და ოჯახის წევრებს. 

თარიღი: 06/07/2025